Home » 2015 » October » 23 » დაბალი გოგონების 10 უპირატესობა
1:27 AM
დაბალი გოგონების 10 უპირატესობა

თუ თქვენი სიმაღლეში 165 სანტიმეტრზე დაბალი ხართ, ალბათ ხანდახან წუწუნებთ იმის შესახებ, რომ ბუნება უსამართლოდ მოგექცათ. თუმცა კიდევ ერთხელ დაფიქრდით: ნუთუ ეს ასე ცუდია?

ჩვენ გაქვთ მტკიცებულებები იმისა, რომ ახლა თქვენი ცხოვრება უფრო უკეთესია, ვიდრე ის იქნებოდა მაშინ, როცა იქნებოდით 20 სანტიმეტრით უფრო მაღალი.

1. დაბალი სიმაღლის გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ მამაკაცებში.

ეს დაამტკიცა ერთ-ერთმა ინგლისურმა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 151 სმ-დან  158 სმ სიმაღლის 10 000 ქალი. სტატისტიკურად, ისინი უფრო ხშირად (ვიდრე მაღლები) თხოვდებიან მამაკაცებზე, უფრო ხშირად ხდებიან დედები და ზოგადად უფრო კმაყოფილები არიან პირადი ცხოვრებით.

2. ჩვენთვის უფრო ადვილია დაძინება მატარებელში ან თვითმფრინავში.

ნამდვილადა: ნაკლები სიმაღლე – ნაკლები პრობლემა. ამის შესახებ ყველამ იცის, ვისაც ერთხელ მაინც უმგზავრია თვითმფრინავით ან ღამის მატარებლით.

3. ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ტანსაცმელი ბავშვების მაღაზიებში.

ეს საკმაოდ დიდი ეკონომიის საშუალებას გვაძლევს. მართლა.

4. ძალიან დაბალია იმის შანსი, რომ შეგვიყვარდება ჩვენზე დაბალი მამაკაცი.

სტატისტიკურად ასეა.

5. ჩვენთვის უფრო ადვილია სახლის დალაგება.

B0E7K4JIYAAHKl_

საკვამურია გასაწმენდი? ეს ჩვენთვის ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მაღალი ქალბატონებისთვის. და ზოგადად ასეთი შემთხვევები საკმაოდ ბევრი.

6. ადამიანები უფრო ხშირად გვეხუტებიან.

სერიოზულად. ეს კვლევებმა დაადასტურეს. დაბალ ადამიანებს უფრო ხშირად ეხუტებიან, ვიდრე მაღლებს. ალბათ იმიტომ, რომ სხვებისთვით ჩვენ “უფრო საყვარლად” გამოვიყურებით. ან იმიტომ, რომ ჩვენი ჩახუტება უბრალოდ უფრო ადვილია. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია თვითონ ფაქტი.

7. დაბალ ადამიანებში კიბოს განვითარების შანსი უფრო ნაკლებია.

კვლევებმა, რომლებიც კიბოს ეპიდემოლოგიის ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ დაბალი ადამიანები უფრო იშვიათად უჩივიან  მკერდის, კანის და ნაწლავების სიმსივნეს. ზოგადად, ყოველი 10 სანტიმეტრი 13%-ით ზრდის ამ დაავადებების განვითარების რისკს.

8. ორი ჭიქა ღვინო და ჩვენ უკვე მხიარულად ვართ.

ეიფორიის მდგომარეობა ჩვენთან უფრო სწრაფად მოდის. ბარებში უფრო ნაკლებს ვხარჯავთ. ნაბახუსევი კი ჩვენთვის უფრო მსუბუქია.

9. ჩვენ ვიყენებთ უფრო ნაკლებ კოსმეტიკას.

რაც უფრო პატარაა ტანი, მით უფრო ნაკლები საშუალებების ხარჯვა გვიწევს მის მოსავლელად. საპონი, შამპუნი და სხვა თვის მოსავლელი საშუალებები არც ისე იაფია…

10. ჯგუფურ ფოტოებში ჩვენ ყოველთვის წინა რიგში ვდგავართ.

ეს ფაქტი უკვე სკოლიდან გვეცნობა. ჩვენ მართლაც უფრო დიდი შესაძლებლობა გვაქვს, რომ სხვა ადამიანების მეხსიერებაში დიდი ხნით დავტოვოთ კვალი. ხო და კიდევ, ჩვენ არ გვიწევდა ფიზიკის მასწავლებელთან ერთად დგომა!

 

Views: 654 | Added by: rustavski | Rating: 0.0/0
Total comments: 0
avatar