Home » 2015 » September » 3 » Ferrari FXX-K – საჩუქარი ცოლს დაბადების დღეზე
10:14 AM
Ferrari FXX-K – საჩუქარი ცოლს დაბადების დღეზე

image










 

საიუბილეოდ საჩუქარი ყველას უყიდია, მაგრამ ისეთ საჩუქარს, როგორიც Google-ის ტოპ მენეჯერმა ბენჯამინ სლოსმა თავისი მეუღლისთვის შეიძინა, ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლება. მისტერ სლოსი სწრაფი ავტომობილების მოყვარულია. მას ეკუთვნის McLaren P1, Ferrari LaFerrari და სატრეკო Ferrari 599XX. მათგან მესამე, საქველმოქმედო აუქციონზე შეიძინა.

image










 

სხვათა შორის, სლოსის მეუღლე კრისტინიც სწრაფი და სარბოლო ავტომობილების მოყვარულია და სწორედ ეს გაითვალისწინა ბიზნესმენმა, რომელმაც მისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, Ferrari FXX-K უყიდა, რომლის შეძენის საშუალებაც მხოლოდ ფერარის რჩეულთა შორის რჩეულ კლიენტებს ეძლევათ. საინტერესოა, რომ სლოსმა თავისი მეუღლისთვის განკუთვნილი სატრეკო FXX-K ისევე გააფორმებინა, როგორც თავისი 599XX. ანუ, ავტომობილი არის ყვითელი, მუქი ლურჯის შეხამებით.
სანუკვარი ავტომობილის მისაღებად, ცოლქმარმა მარანელოს მიაშურა, სადაც კრისტინს ავტომობილის ფიორანოს ტრეკზე გაყვანის საშუალებაც მიეცა. და მან წრე წუთსა და 20 წამში გაიარა. ფერარის განცხადებით, ეს დრო ახლოსაა ამ ტრეკზე FXX K-ს რეკორდთან.

image

 
Views: 568 | Added by: rustavski | Rating: 0.0/0
Total comments: 0
avatar